Non-Banking Financial Institutions became Authorized to Engage in Open Banking

On 3 May 2023, National Bank of Georgia adopted Order No. 80/04 "On Approval of the Rules for Inclusion in Open Banking".

Open banking is an immediate exchange of user data between various entities by using electronic technologies and the open banking standard. The process is based on the user's initiative and consent, in order to offer payment initiation services and/or account information access.

Since 2019, consultations between the National Bank and the Banking Sector have been in progress regarding the implementation of open banking. These consultations have led to significant outcomes, notably the development of technical standards by the Georgian Banking Association, with a focus on facilitating information exchange among the entities participating in open banking. Since 2021, commercial banks started user data exchange via open banking.

According to 2021 World Bank Technical Note on Competition in the Financial Sector, open banking initiative may be the key contributor in creating equal opportunities for access to data on financial market. However, lack of participation of non-banking institutions and FinTechs at preliminary stage of open banking initiative was evaluated as potentially limiting the success of the program.

The purpose of the Order is to regulate the process of involvement in open banking, as well as to regulate the appropriateness, reliability and security of the services provided by the entities involved therein. The regulation is applicable to NBG licensed commercial banks by default, but they are exempt from any additional approval requirement. Payment service providers registered in accordance with the relevant regulations are exempt from the open banking access application and approval procedures as well.

The Order authorized following types of entities to engage in open banking:

  • Brokerage companies
  • Microfinance organizations
  • Loan issuing entities
  • Payment service providers
  • Currency exchange offices
  • Persons intending to register as account information access providers and as payment initiation service providers.

An entity wishing to engage in open banking is required to satisfy the following main criteria:

  • To develop and implement information security management system with appropriate policy-procedures
  • The entity is obliged to insure its professional liability and/or submit a bank guarantee in the amount of at least 50,000 GEL for securing its regulatory compliance obligations. The terms of the professional liability insurance and/or the bank guarantee must be agreed with the National Bank, which may establish a higher amount in individual cases. This requirement does not apply to entities that have minimum supervisory capital under legislation
  • Carry out preliminary testing of its own services in the test environment of a commercial bank
  • To comply with the regulation on unified and secure open standards of communication.

Within a period of 60 calendar days from the date of receiving the application, the National Bank determines whether to approve or reject the entity’s request to be included in the open banking.

Prepared by:

Contact

ღია ბანკინგში ჩართვის შესაძლებლობა არა-საბანკო საფინანსო დაწესებულებებისთვის

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ღია ბანკინგში ჩართვის წესი დაამტკიცა

2023 წლის 3 მაისს, მიღებულ იქნა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება No. 80/04 “ღია ბანკინგში ჩართვის წესის დამტკიცების თაობაზე”.

ღია ბანკინგი წარმოადგენს მომხმარებლების მონაცემების გაცვლას სხვადასხვა სუბიექტებს შორის ელექტრონული ტექნოლოგიების და ღია ბანკინგის სტანდარტის გამოყენებით. პროცესი ხორციელდება მომხმარებლის ინიციატივისა და თანხმობის საფუძველზე გადახდის ინიცირების მომსახურების ან/და ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის შეთავაზების მიზნით.

ეროვნული ბანკის ინიცირებით ღია ბანკინგის დანერგვასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ 2019 წლიდან მიმდინარეობს კონსულტაციები საბანკო სექტორთან. კონსულტაციების შედეგად, საქართველოს საბანკო ასოციაციამ შეიმუშავა ტექნიკური სტანდარტები, რომლის გათვალისწინებითაც ხდება ღია ბანკინგში ჩართულ სუბიექტებს შორის ინფორმაციის მიმოცვლის ხელშეწყობა. 2021 წლიდან კომერციული ბანკები მონაცემების გაცვლას ღია ბანკინგის ფარგლებში ახორციელებენ.

„ფინანსურ სექტორში კონკურენციის შესახებ“ მსოფლიო ბანკის 2021 წლის ანგარიშის მიხედვით, ღია ბანკინგის ინიციატივამ შეიძლება არსებითად შეუწყოს ხელი ფინანსურ ბაზარზე მონაცემებზე წვდომის თანაბარი შესაძლებლობების დამკვიდრებას. თუმცა, ღია ბანკინგის ინიციატივის საწყის ეტაპზე არა-საბანკო დაწესებულებების და ფინტექის ჩართულობის ნაკლებობამ, შესაძლოა შეზღუდოს პროგრამის პოტენციური წარმატება.

ბრძანება მიზნად ისახავს, როგორც სუბიექტების ღია ბანკინგში ჩართვის პროცესის მოწესრიგებას, ასევე, ღია ბანკინგში ჩართული სუბიექტების მიერ გაწეული მომსახურების გამართულობის, სანდოობისა და დაცულობის უზრუნველყოფას.

ბრძანებით დადგენილი მოთხოვნები ვრცელდება სებ-ის მიერ ლიცენზირებულ კომერციულ ბანკებზე ღია ბანკინგში ჩართვის დამატებითი პროცედურების გარეშე. აღნიშნული პროცედურების დაცვის ვალდებულება ასევე არ გააჩნიათ კანონმდებლის შესაბამისად რეგისტრირებულ საგადახდო მომსახურების პროვაიდერებს.

ბრძანების საფუძველზე ღია ბანკინგში ჩართვის უფლება მიეცათ შემდეგ სუბიექტებს:

  • საბროკერო კომპანიები
  • მიკროსაფინანსო ორგანიზაციები
  • სესხის გამცემი სუბიექტები
  • საგადახდო მომსახურების პროვაიდერები
  • ვალუტის გადამცვლელი პუნქტები
  • ანგარიშებზე ინფორმაციის წვდომის ან გადახდის ინიცირების მომსახურების მიწოდების მსურველი ორგანიზაციები.

ღია ბანკინგში ჩართვის სურვილის მქონე სუბიექტმა უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი ძირითადი მოთხოვნები:

  • შეიმუშაოს და დანერგოს ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემა შესაბამისი პოლიტიკა-პროცედურებით;
  • დააზღვიოს თავისი პროფესიული პასუხისმგებლობა ან/და წარადგინოს საბანკო გარანტია არანაკლებ 50 000 ლარის ოდენობით, რეგულაციური ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად. პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის ან/და საბანკო გარანტიის პირობები უნდა შეთანხმდეს ეროვნულ ბანკთან, რომელსაც შეუძლია უფრო მაღალი პასუხისმგებლობის ლიმიტის მოთხოვნა კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით. აღნიშნული არ ვრცელდება მინიმალური საზედამხედველო კაპიტალის მქონე სუბიექტებზე
  • უნდა განახორციელოს მომსახურების წინასწარი ტესტირება კომერციული ბანკის სატესტო გარემოში
  • დაიცვას მოთხოვნები, რაც გამომდინარეობს კომუნიკაციის ერთიანი და უსაფრთხო ღია სტანდარდების შესახებ რეგულაციებიდან.

ეროვნული ბანკი სუბიექტების ღია ბანკინგში ჩართვის შესახებ განცხადების მიღებიდან 60 კალენდარული დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას ღია ბანკინგში სუბიექტის ჩართვის ან ჩართვაზე უარის შესახებ.