Right to contractually agree on immediate enforcement is revoked
Georgian Constitutional Court, Case # 2/3/1421,1448,1451, Date: 11 April 2023
Category: Civil Law > Civil Procedure Code of Georgia > Articles 268.11, 269.2 > Enforcement
The subject of the court's evaluation was the constitutionality of 1st and 2nd sentences of article 2681 and article 269 of the Civil Procedure Code of Georgia. These provisions allowed the parties of a civil contract to contractually agree on the immediate enforcement of the judgment of the courts of first instance. In case of such agreement in the contract, the winning party had the possibility to commence enforcement proceedings immediately based on the first instance court decision irrespective of it being not entered into final force and the possibility of it being appealed in the higher courts.
The court reasoned that the possibility of immediate enforcement of first instance court judgement restricts the right of a person to appeal the court’s decision in higher court. Irrespective of the right to appeal the decision on the immediate enforcement through the private claim, the court found that such a remedy is not effective in countering the negative consequences of the immediate enforcement without the due legal review of the first instance court decision. Although acknowledging the practicability of immediate enforcement in terms of supporting the civil transactions and speedy restoration of breached rights, the court found the restriction of the access to justice not proportional to the benefit received.
According to the decision, the relevant provisions of the Civil Procedure Code shall be revoked from 1 October 2023.
გაუქმდა დაუყოვნებლივ აღსრულებაზე სახელშეკრულებო შეთანხმების შესაძლებლობა
საკონსტიტუციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებაზე ხელშეკრულებით შეთანხმების შესაძლებლობა არაკონსტიტუციურად ცნო
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, გადაწყვეტილება # 2/3/1421,1448,1451, თარიღი: 2023 წლის 11 აპრილი
კატეგორია: სამოქალაქო სამართალი > საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი > მუხლები: 268.11, 269.2 > აღსრულება
სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2681-ე მუხლის პირველი და მე-2 წინადადებების და 269-ე მუხლის კონსტიტუციურობა. ეს დებულებები საშუალებას აძლევდა სამოქალაქო გარიგების მხარეებს ხელშეკრულებით შეთანხმებულიყვნენ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებაზე. ხელშეკრულებაში ასეთი შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, გამარჯვებულ მხარეს შესაძლებლობა ჰქონდა დაუყოვნებლივ დაეწყო სააღსრულებო წარმოება ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში საბოლოოდ შესვლის და ზემდგომ სასამართლოებში გასაჩივრების შესაძლებლობის მიუხედავად.
სასამართლომ დაადგინა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესაძლებლობა ზღუდავს პირის უფლებას, გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება ზემდგომ სასამართლოში. დაუყოვნებლივი აღსრულების შესახებ გადაწყვეტილების კერძო საჩივრის მეშვეობით გასაჩივრების უფლების მიუხედავად, სასამართლომ დაადგინა, რომ ასეთი მექანიზმი არ არის ეფექტური დაუყოვნებელი აღსრულების ნეგატიური შედეგების დასაძლევად ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სათანადო სამართლებრივი გადახედვის გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ აღიარა დაუყოვნებლივი აღსრულების პრაქტიკულობა სამოქალაქო გარიგებების ხელშეწყობისა და დარღვეული უფლებების სწრაფად აღდგენის კონტექსტში, სასამართლომ მიიჩნია, რომ მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვა არ არის პროპორციული მიღებულ სარგებელთან.
გადაწყვეტილების მიხედვით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისი დებულებები გაუქმდება 2023 წლის 1 ოქტომბრიდან.