Law of Georgia on Public Procurement

On 9 February 2023, new Law of Georgia on Public Procurement was adopted.

The purpose of the Law is to fulfill the obligations defined by the EU-Georgia Association Agreement, requiring implementation of EU legislation in Georgian law. The Law applies to public entities such as: state, autonomous republic and municipality bodies, legal entities of public law, entities created for public purposes, entities receiving more than half of its funding from state, municipal sources, entities that are controlled by public bodies/entities or where such bodies/entities have significant interest in the entity.

According to the report published by the Public Procurement Agency, in 2021, total volume of public procurement amounted to GEL 5,754,188,526, representing 10% of GDP. Out of 21,040 tenders announced, 25% of the procurement was related to the construction works, 44% - purchase of goods and 31% - purchase of services. Considering the size of public procurement market in Georgia, the new Law will have a significant impact on the business environment in the country especially in the sectors, which have benefited the most from the public procurement contracts, such as construction. 

According to the Explanatory Note of the Law, it is important to create a flexible and predictable environment for business entities. Therefore, the Law aims at creating effective mechanisms for the proper, reasonable and prudent use of funds in public procurement.

The law provides:

  • General legal, organizational and economic principles of public procurement
  • Public procurement procedures and instruments
  • Authority of the Dispute Review Board related to public procurement and public-private cooperation and the procedure of the dispute review
  • Regulation of public procurement in the field of defense and security
  • Provisions related to the imposition of administrative responsibility in the field of public procurement
  • Exceptions by which the purchasing organization may be guided in the public procurement process.

Important innovative regulations are:

  • Requirement to consider the sustainable development issues in procurement: provider organizations may be requested to protect the social, environmental and labor protection regulations for the achievement of sustainable development goals;
  • Changes related to the blacklisted entities: grounds for inclusion in blacklist were increased with the possibility to blacklist entities for 1, 2 or 3 years considering the nature of the violation;
  • Requirement of mandatory certification of public procurement specialists: procurement specialist working in the covered entity shall obtain certification. Certificate is issued without a term, however, may be revoked if, among other grounds, the certificate holder does not get employed in the covered entity within 3 years;
  • Discretionary use of procurement committees for procurements where value of goods/services is less than GEL 100,000. If the value of the procurement object is not less than GEL 100,000 or if the procurement object is performance of works, the procurement committee shall necessarily be involved.
  • Following public procurement instruments were introduced: framework agreement [agreement concluded between one or more covered entities or one or more providers for not more than 4 years determining the conditions of procurement, such as estimated price or quantity]; dynamic purchasing system [electronic procurement used for widely spread and available objects on the market]; electronic reverse auction [repeated electronic process carried out after the full evaluation of the proposals and which ensures automatic assignment of their priority by using the algorithm in the electronic system considering the low price, economic effectiveness or price/quality best proportion criteria]; electronic catalog [mechanism for electronic submission of proposals].

Main part of the Law will enter into force from January 1, 2025, while other provisions will gradually enter into force in 2027 and 2029. 

Prepared by:

Contact

საქართველოს კანონი საჯარო შესყიდვების შესახებ

ახალი სამართლებრივი ჩარჩო სახელმწიფო შესყიდვების სისტემის გაუმჯობესებისთვის

2023 წლის 9 თებერვალს, მიღებულ იქნა ახალი კანონი საჯარო შესყიდვების შესახებ.

კანონის მიზანია ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული ასოცირების ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება, რომელიც ითვალისწინებს ევროკავშირის რეგულაციების იმპლემენტაციას. კანონი ვრცელდება ისეთ საჯარო დაწესებულებებზე, როგორებიცაა:  სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და მუნიციპალიტეტის ორგანოები, საჯარო სამართლის იურიდიული პირები, საჯარო მიზნებისთვის შექმნილი სუბიექტები, სუბიექტები, რომელთა დაფინანსების ნახევარზე მეტს შეადგენს სახელმწიფო, მუნიციპალური წყაროები, სუბიექტები, რომლებსაც აკონტროლებენ საჯარო ორგანოები/სუბიექტები ან სადაც ასეთ ორგანოებს/სუბიექტებს აქვთ ორგანიზაციაში მნიშვნელოვანი ინტერესი.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2021 წლის ანგარიშის მიხედვით, სახელმწიფო შესყიდვების საერთო ოდენობამ 2021 წელს შეადგინა 5,754,188,526 ლარი, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 10%-ს შეადგენს. ჯამში 21,040 გამოცხადებული ტენდერიდან, 25% შეეხებოდა სამშენებლო სამუშაოებს, 44% - საქონლის შესყიდვას, ხოლო 31% - მომსახურების შესყიდვას. საქართველოში სახელმწიფო შესყიდვების ბაზრის ზომიდან გამომდინარე, ახალი კანონი მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ქვეყანაში არსებულ ბიზნეს გარემოზე,  განსაკუთრებით იმ სექტორებზე, რომლებიც როგორც წესი, ყველაზე მეტად სარგებლობენ სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებებით, როგორიცაა სამშენებლო სექტორი. კანონის განმარტებითი ბარათის მიხედვით, მნიშვნელოვანია ბიზნეს სუბიექტებისთვის მოქნილი, გამჭირვალე და განჭვრეტადი გარემოს შექმნა. შესაბამისად, კანონის მიზანია საჯარო შესყიდვებში რესურსების სათანადო, გონივრული და გამჭვირვალე გამოყენებისთვის ეფექტური მექანიზმების ჩამოყალიბება.

კანონი ითვალისწინებს:

  • საჯარო შესყიდვების ზოგად სამართლებრივ, ორგანიზაციულ და ეკონომიკურ პრინციპებს
  • საჯარო შესყიდვების პროცედურებს და ინსტრუმენტებს
  • საჯარო შესყიდვებთან და საჯარო და კერძო თანამშრომლობასთან დაკავშირებულ დავის განხილვის საბჭოს უფლებამოსილებასა და დავის განხილვის წესს
  • საჯარო შესყიდვების მარეგულირებელ დებულებებს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროსთან დაკავშირებით
  • საჯარო შესყიდვების სფეროში ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებულ დებულებებს
  • გამონაკლისებს, რომლითაც ხელმძღვანელობს შემსყიდველი ორგანიზაცია საჯარო შესყიდვების პროცესში.

მნიშვნელოვანი ინოვაციური რეგულაციებია:

  • შესყიდვებისას მდგრადი განვითარების საკითხების გათვალისწინების მოთხოვნა: შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია მოსთხოვოს ეკონომიკურ ოპერატორს სოციალური, გარემოსდაცვითი და შრომითი რეგულაციების დაცვა მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად;
  • შავ სიასთან დაკავშირებული ცვლილებები: გაიზარდა შავ სიაში ოპერატორების შეყვანის საფუძვლები და გაჩნდა შავ სიაში 1, 2 ან 3 წლით შეყვანის შესაძლებლობა, დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე; 
  • საჯარო შესყიდვის სპეციალისტების სავალდებულო სერტიფიცირების მოთხოვნა: შემსყიდველი ორგანიზაციის შესაბამის განყოფილებაში მომუშავე შესყიდვების სპეციალისტი ვალდებულია გაიაროს სათანადო სერტიფიცირება. სერტიფიკატი გაიცემა უვადოდ. თუმცა, შესაძლებელია სერტიფიცირების გაუქმება სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის იმ შემთხვევაში თუ პირი არ დასაქმდება შემსყიდველ ორგანიზაციაში სერტიფიკატის მიღებიდან 3 წლის ვადაში; დისკრეციული უფლებამოსილების დანერგვა შესყიდვის კომიტეტის გამოყენებასთან დაკავშირებით, თუ  საქონლის ან/და მომსახურების შესყიდვის ღირებულება 100 000 ლარზე ნაკლებია. თუ შესყიდვის ობიექტის ღირებულება არ არის 100 000 ლარზე ნაკლები ან თუ შესყიდვის ობიექტს სამუშაოთა შესრულება წარმოადგენს, აუცილებელია შესყიდვების კომიტეტის ჩართვა. განისაზღვრა საჯარო შესყიდვის შემდეგი ინსტრუმენტები: ჩარჩო შეთანხმება [ერთ ან მეტ შემსყიდველ ორგანიზაციას ან ერთ ან მეტ ეკონომიკურ ოპერატორს შორის არა უმეტეს 4 წლის ვადით გაფორმებული შეთანხმება, რომელიც განსაზღვრავს შესყიდვების სხვადასხვა პირობებს, როგორიცაა სავარაუდო ფასი და რაოდენობა];  დინამიკური შესყიდვის სისტემა [ელექტრონული შესყიდვის სისტემა, რომელიც გამოიყენება ბაზარზე ფართოდ გავრცელებული და საყოველთაოდ ხელმისაწვდომი პროდუქტების შესაძენად];  ელექტრონული რევერსული აუქციონი [განმეორებითი ელექტრონული პროცესი, რომელიც მიმდინარეობს წინადადებების სრული შეფასების შემდეგ და უზრუნველყოფს წინადადებების ავტომატურ პრიორიტეტიზაციას ელექტრონულ სისტემაში დანერგილი ალგორითმის გამოყენებით დაბალი ფასის, ეკონომიკური ეფექტურობისა ან ფასისა და ხარისხის საუკეთესო თანაფარდობის კრიტერიუმების გათვალისწინებით]; ელექტრონული კატალოგი [წინადადებების ელექტრონული წარდგენის სისტემა].

კანონის ძირითადი ნაწილი ძალაში შევა 2025 წლის 1 იანვრიდან, დანარჩენი დებულებები კი ეტაპობრივად ამოქმედდება 2027 და 2029 წლებიდან.