New labor migration rules

On May 17, 2023, amendments to the Law of Georgia on Labor Migration (hereinafter the “Law”) were adopted.

The amendments to the Law are designed to develop legislation related to labor migration, including the establishment and execution of a well-functioning migration recording system.

According to the explanatory note of the draft law, the mentioned amendments contribute to:

  • Eliminating threats arising from labor arrangements in Georgia and abroad, including labor migrant trafficking, monetary losses, fraud, and violations of employee rights;
  • Encouraging and supporting the activities of honest intermediary companies by legalizing their activities through the establishment of an effective state monitoring system;
  • Improving the migrant recording system and regulating the labor migration process with relevant monitoring mechanisms;
  • Establishing efficient regulatory mechanisms for labor immigration tailored to the economy.

The amendments introduced new regulated entity - intermediary company. Intermediary company is an entity whose activities are related to employment arrangements and/or assistance in employment arrangements outside of Georgia for Georgian citizens or foreigners having Georgian permanent residence permits. Intermediary entities, who carry out the labor arrangement related services outside of Georgia shall register in the registry of economic activities and obtain certification from the relevant ministry.

One of the key areas of changes under the amendments relate to registration of foreign employees by Georgian employers. Before the amendments, the local employers had obligation to report in predefined format all new foreign employees. However, no special reporting system or liability regime for breach of reporting obligations were determined. As per the amendments, local employers shall register all foreign employees (who do not have Georgian permanent residence permit) in the online system created by the Ministry of IDPs from the occupied territories of Georgia, Labor, Health, and Social Protection.

The Ministry become obliged to notify the relevant residence permit or visa issuance authority in Georgia on termination of the registration of foreigner in the registry. Therefore, due registration of foreign employee in the system may impact the decision of state authorities on issuance, prolongation or revocation employment residence permit or the immigration visa.

The amendments introduced new penalty regimes for violations of different provisions of labor immigration regulations. Among others, the notable changes relate to breach of the foreign employee registration rules. In such case, the employer may be imposed with the GEL 1,000 fine, which maybe doubled in case of repeated violation. In case further repeated violation, the penalty amount will be doubled in each case.

Every local employer who employs foreign citizens and falls under the regulation of the law, has obligation to report the foreign employees (hired before September 1, 2023) to the ministry no later than November 1, 2023.

The amendments enter into force on September 1, 2023.

შრომითი მიგრაციის ახალი წესები

„შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შევიდა

2023 წლის 17 მაისს, საქართველოს პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის  (შემდგომში „კანონი“) ცვლილებები დაამტკიცა.

კანონში ცვლილებების გახორციელება მიზნად ისახავს შრომით მიგრაციასთან დაკავშირებული  სამართლებრივი ნორმების დახვეწას და განვითარებას, მათ შორის, მიგრაციის აღრიცხვის გამართული სისტემის ჩამოყალიბებას და დანერგვას.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, აღნიშნული ცვლილებები ხელს უწყობს:

  • საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომითი მოწყობიდან გამომდინარე საფრთხეების, მათ შორის, შრომითი მიგრანტის ტრეფიკინგის, ფულადი დანაკარგების, მოტყუებისა და უფლებების დარღვევის აღმოფხვრას;
  • სახელმწიფო მონიტორინგის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბებით კეთილსინდისიერი საშუამავლო კომპანიების საქმიანობის წახალისებასა და მხარდაჭერას, ასევე მათი საქმიანობის ლეგალიზაციას;
  • მიგრანტთა აღრიცხვის სისტემის გაუმჯობესებას, შრომითი მიგრაციის პროცესის რეგულირებას  და შესაბამისი მონიტორინგის მექანიზმების გამართვას;
  • შრომითი იმიგრაციის ეფექტური, ეკონომიკაზე მორგებული მარეგულირებელი მექანიზმების ჩამოყალიბებას.

კანონის ცვლილებებით განისაზღვრა საშუამავლო კომპანიის დეფინიცია. საშუამავლო კომპანია წარმოადგეს პირს, რომლის საქმიანობაც დაკავშირებულია საქართველოს მოქალაქეების ან საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელების საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან ან/და შრომით მოწყობაში დახმარებასთან. საშუამავლო კომპანიები, რომლებიც ახორციელებენ შრომით მოწყობასთან დაკავშირებულ მომსახურებას საქართველოს ფარგლებს გარეთ, ვალდებულნი არიან დარეგისტრირდნენ  ეკონომიკური საქმიანობის რეესტრში და მიიღონ სერთიფიკატი შესაბამისი სამინისტროსგან.

ცვლილებების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ეხება  ადგილობრივი დამსაქმებლების მიერ უცხოელი თანამშრომლების რეგისტრაციას. კანონის ცვლილებამდე, ადგილობრივ დამსაქმებლებს ჰქონდათ ვალდებულება წინასწარ განსაზღვრული ფორმით წარედგინათ ინფორმაცია ყველა ახალი უცხოელი თანამშრომლის დასაქმების შესახებ. თუმცა, არ არსებობდა სპეციალური ანგარიშგების სისტემა ან ვალდებულებების დარღვევისთვის პასუხისმგებლობის ზომები. ცვლილებების მიხედვით, ადგილობრივმა დამსაქმებლებმა უნდა დაარეგისტრირონ ყველა უცხოელი თანამშრომელი (რომლებსაც არ აქვთ საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვა) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შექმნილ ონლაინ სისტემაში.

სამინისტრო ვალდებულია შეატყობინოს საქართველოში ბინადრობის ნებართვის ან ვიზის გამცემ ორგანოს უცხოელის რეგისტრაციის შეწყვეტის შესახებ. შესაბამისად, სისტემაში უცხოელი თანამშრომლის სათანადო რეგისტრაციამ შესაძლოა გავლენა იქონიოს სახელმწიფო ორგანოების გადაწყვეტილებაზე ბინადრობის ნებართვის ან საიმიგრაციო ვიზის გაცემის, გახანგრძლივების ან გაუქმების შესახებ.

ცვლილებებით განისაზღვრა პასუხიმგებლობის ახალი ზომები შრომითი იმიგრაციის რეგულაციების სხვადასხვა დებულებების დარღვევისთვის. აღსანიშნავია, უცხოელი თანამშრომლების რეგისტრაციის წესების დარღვევისთვის შემოღებული პასუხისმგებლობის ზომები; ასეთ შემთხვევაში, დამსაქმებელს შეიძლება დაეკისროს 1,000 ლარიანი ჯარიმა, რომელიც შეიძლება გაორმაგდეს დარღვევის განმეორებისთვის. შემდგომი განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა თითოეულ შემთხვევაში ორმაგდება.

ადგილობრივი დამსაქმებელი ვალდებულია არაუგვიანეს 2023 წლის 1 ნოემბრისა შეატყობინოს სამინისტროს უცხოელი თანამშრომლის (2023 წლის 1 სექტემბრამდე დასაქმებული) დასაქმების შესახებ.

ცვლილებები ძალაში შედის 2023 წლის 1 სექტემბრიდან.

Prepared by:

Contact