New regulation on electronic commerce
On June 13, 2023, the Parliament of Georgia adopted the new Law of Georgia on Electronic Commerce (hereinafter, the "Law").
The Law was developed to fulfil the obligations outlined in the EU-Georgia Association Agreement. It aims to establish a legal framework to regulate the relations related to e-commerce in Georgia. The implementation of this Law is expected to contribute to the proper functioning of the internal digital market, foster trust in e-platforms, promote the growth of the e-commerce sector, and facilitate the integration of Georgia into the global trade arena.
The purpose of the Law, among others, is to establish mechanisms for protecting the rights of service recipients and to determine the obligation of service providers to provide minimum information during e-commerce transactions. It also sets forth specific requirements for commercial messages. For example, the content of commercial message and the person on whose behalf the commercial message is sent must be identifiable.
Furthermore, according to the Law information shall in all cases be provided in Georgian language. However, the information provider may decide to use foreign language in addition.
The Law introduces new regulation of intermediary service providers. Such entities are those who provide information to consumers only through technical means, such as telecom operators and e-commerce platforms. The providers are exempted from liability in cases where they are not involved in the content of commerce themselves.
The competence to enforce the Law was assigned to the National Competition Agency of Georgia, which has right to hear and decide on the consumer complaints in the field. Violation of the Law may lead to administrative liability of provider. Monetary penalty is capped at 2% of the annual turnover of the previous year. Repeated violation during twelve months may result in imposing the fine of the double amount.
The new legal obligations established under the Law becomes effective on 190th day after its publication.
ელექტრონული კომერციის ახალი რეგულირება
ელექტრონული კომერციის შესახებ კანონი ამოქმედდა
2023 წლის 13 ივნისს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო „ელექტრონული კომერციის შესახებ“ საქართველოს ახალი კანონი (შემდგომში „კანონი“).
კანონის შემუშავების საფუძველს წარმოადგენს საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება და იმ საკანომდებლო ბაზის შექმნა, რომელიც საქართველოში მოაწესრიგებს ელექტრონულ კომერციასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს. აღნიშნული თავის მხრივ ხელს შეუწყობს შიდა ციფრული ბაზრის სათანადო ფუნქციონირებას, ელექტრონული პლატფორმების მიმართ ნდობის ამაღლებას, ელექტრონული ვაჭრობის სფეროს განვითარებას და ქვეყნის გლობალურ სავაჭრო სივრცეში ინტეგრირებას.
კანონი მიზნად ისახავს, მათ შორის, ელექტრონული კომერციის პროცესში მომსახურების მიმღებთა უფლებების დაცვის მექანიზმების შექმნას და მომსახურების მიმწოდებლების მხრიდან მინიმალური ინფორმაციის მიწოდების ვალდებულების დარეგულირებას. კანონი ადგენს გარკვეულ ვალდებულებებს ელექტრონულ კომერციაში შეტყობინებების გარკვეული სახის მოთხოვნების დაცვით მიწოდების თაობაზე, მაგალითად, კომერციული შეტყობინების შინაარსი და პირი, ვისი სახელითაც იგზავნება კომერციული შეტყობინება, უნდა იყოს ცალსახად იდენტიფიცირებადი.
კანონი აწესებს ინფორმაციის სახელმწიფო ენაზე მიწოდების ვალდებულებას. თუმცა, ასევე უფლებას აძლევს ინფორმაციის მიმწოდებელს, სახელმწიფო ენასთან ერთად, განახორციელოს ინფორმაციის მიწოდება სხვა ენებზეც.
კანონით განისაზღვრა, რომ შუალედური მომსახურების მიმწოდებლები წარმოადგენენ იმგვარ სუბიექტებს, რომლებიც მომხმარებლებს ინფორმაციას აწვდიან მხოლოდ ტექნიკური საშუალებებით, როგორიცაა ტელეკომ ოპერატორები და ელექტრონული კომერციის პლატფორმები. პროვაიდერები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისგან იმ შემთხვევებში, როდესაც ისინი თავად არ არიან ჩართულნი კომერციის შინაარსში.
კანონის აღსრულების კომპეტენცია დაეკისრა საქართველოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს, რომელსაც უფლება აქვს, განიხილოს და მიიღოს გადაწყვეტილება მომხმარებელთა საჩივრების შესახებ. კანონის დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს მიმწოდებლის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. დარღვევისთვის მიმწოდებელს შეიძლება დაეკისროს ფულადი ჯარიმა არაუმეტეს გასული წლის წლიური ბრუნვის 2%-ის ოდენობით. თორმეტი თვის განმავლობაში განმეორებითმა დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს ჯარიმის ორმაგი ოდენობის დაკისრება.
ახალი სამართლებრივი ვალდებულებები ამოქმედდება კანონის გამოქვეყნებიდან 190-ე დღეს.