New regulation of payment service providers
On 1 May 2023, National Bank of Georgia adopted Order No. 77/04 “On approval of payment service provider registration and regulation rules” (the “Order”), replacing previous Order No. 29/04 of February 28, 2017.
By the virtue of the Order, changes were made in the payment service provider registration application procedure and registration requirements, as well as the mandatory criteria for obtaining the status of a significant provider, the share participation control mechanism, the concept of an administrator and its fit & proper requirements.
New Order modifies the procedure of receiving the application with relevant information/documentation from the applicant and defines more detailed proceedings. For example, if before the implementation of the new Order, it was mandatory for the provider to have a business plan, the new edition specifies that the said business plan must contain at least the budget forecast for the next 3 years. In addition, the interested party must submit the tariff policy (if such exists) for each payment service to the National Bank of Georgia.
Changes also affected the corporate documents to be submitted by the interested person. Information/documentation regarding the persons directly or indirectly owning a significant share or having a significant influence must be submitted. Changes regarding the documentation to be submitted, are caused by the introduction of the concept of the administrator, who must meet the criteria defined by the Order.
The Order also defines the concept of a significant share, which means the direct or indirect ownership of at least 10 percent of the subscribed or paid-up capital by a person. In addition, the concept of a significant share is noteworthy when considering the new mechanism of share participation control, according to which the National Bank of Georgia should be notified and its approval must be obtained before making the following decisions:
- Decision of any natural or legal person to directly or indirectly acquire a significant share or increase its share to a significant share or to increase its significant share in the provider, as a result of which the equity or voting rights will reach or exceed 20%, 30% or 50%, or the provider will become its subsidiary.
- Decision of any natural or legal person to directly or indirectly dispose of or reduce its significant shareholding in such a way that the shareholding of capital or voting rights becomes less than 20%, 30% or 50%, or in such a way that the provider is no longer a subsidiary of the said person.
Furthermore, the Order clearly determined the criteria for qualification as a significant provider, meeting one of them may result in granting the significant provider status:
- Average monthly rate of volume of payment operations carried out during the last 12 months (including those carried out through the provider's agent) exceeds 9,000,000 GEL.
- Balance of the average daily electronic money issued by the electronic money provider for the last 6 months exceeds 1,500,000 GEL.
- Qualification of the provider as a significant provider by the National Bank of Georgia based on its public trust for maintenance of financial and payment system stability and/or due to the social and public importance of the payment service provider.
The updated rules for registration and regulation of payment service providers came into force on May 1, 2023. Accordingly, those interested in the registration of the payment service provider should follow the updated rules while applying to the National Bank of Georgia. However, certain articles (for example, granting the status of significant provider to the provider) are planned to come into force from January 1, 2024.
საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ახალი რეგულირება
პროვაიდერების რეგისტრაციისა და რეგულირების ახალი წესი ამოქმედდა
2023 წლის 1 მაისს მიღებულ იქნა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება No. 77/04 “საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ” (შემდგომში „ბრძანება“), რომლითაც ძალადაკარგულად გამოცხადდა 2017 წლის 28 თებერვლის ბრძანება No. 29/04.
ბრძანების განახლებული რედაქციით ცვლილებები შევიდა, როგორც საგადახდო მომსახურების პროვაიდერთა რეგისტრაციის განაცხადის მიღების წესში და სარეგისტრაციო მოთხოვნებში, ასევე განისაზღვრა მნიშვნელოვანი პროვაიდერის სტატუსის მოსაპოვებლად სავალდებულო კრიტერიუმები, გაიწერა წილობრივი მონაწილეობის კონტროლის მექანიზმი, ადმინისტრატორის ცნება და მისი შესაფერისობის კრიტერიუმები.
ბრძანების ახალი რედაქციით განაცხადის მიღების წესი უფრო დეტალურად განსაზღვრავს დაინტერესებული პირის მიერ წარსადგენი დოკუმენტაციის/ინფორმაციის ჩამონათვალს. მაგალითად თუ ბრძანების ახალი რედაქციის ამოქმედებამდე პროვაიდერისთვის სავალდებულო იყო ჩამოყალიბებული ბიზნეს-გეგმის არსებობა, ახალი რედაქცია დეტალურად განსაზღვრავს, რომ აღნიშნული ბიზნეს-გეგმა სულ მცირე მომდევნო 3 წლის ბიუჯეტის პროგნოზს უნდა შეიცავდეს. ამასთანავე, დაინტერესებულმა პირმა, არსებობის შემთხვევაში, საქართველოს ეროვნულ ბანკს უნდა წარუდგინოს სატარიფო პოლიტიკა თითოეული საგადახდო მომსახურებისთვის.
ცვლილებები შეეხო დაინტერესებული პირის მიერ წარსადგენ კორპორაციულ დოკუმენტებსაც. უნდა განხორცილდეს იმ პირების შესახებ ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენა, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობენ მნიშვნელოვან წილს ან გააჩნიათ მნიშვნელოვანი გავლენა. წარსადგენი დოკუმენტაციის ნაწილში ცვლილებები გამოწვეულია ადმინისტრატორის ცნების შემოღებითაც, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს ბრძანებით განსაზღვრულ კრიტერიუმებს.
ბრძანება განსაზღვრავს მნიშვნელოვანი წილის ცნებასაც, როგორსაც წარმოადგენს პირის მიერ პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით განცხადებული თუ შევსებული კაპიტალის წილის 10 პროცენტის ან 10 პროცენტზე მეტის ფლობა. ამასთან, მნიშვნელოვანი წილის ცნება ყურადსაღებია წილობრივი მონაწილეობის კონტროლის ახალი მექანიზმის განხილვისას, რომლის თანახმადაც საქართველოს ეროვნული ბანკისთვის შეტყობინებას და შესაბამისი თანხმობის მოპოვებას საჭიროებს შემდეგი გადაწყვეტილებები:
- ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირის გადაწყვეტილება პირდაპირ ან არაპირდაპირ შეიძინოს მნიშვნელოვანი წილი ან გაზარდოს თავისი წილი მნიშვნელოვან წილამდე ან გაზარდოს თავისი მნიშვნელოვანი წილი პროვაიდერში, რის შედეგადაც კაპიტალის ან ხმის უფლების წილობრივი მაჩვენებელი მიაღწევს ან გადააჭარბებს 20%, 30% ან 50%-ს, ან აღნიშნული პროვაიდერი გახდება მისი შვილობილი საწარმო.
- ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირის გადაწყვეტილება პირდაპირ ან არაპირდაპირ გაასხვისოს ან შეამციროს მისი მნიშვნელოვანი წილობრივი მაჩვენებელი იმგვარად, რომ კაპიტალის ან ხმის უფლების წილობრივი მაჩვენებელი გახდება 20%, 30% ან 50%-ზე ნაკლები, ან იმგვარად, რომ პროვაიდერი აღარ იქნება აღნიშნული პირის შვილობილი საწარმო.
აღსანიშნავია მნიშნველოვანი პროვაიდერის ცნებაც, რომელიც მართალია ამჟამინდელი რედაქციის ამოქმედებამდეც არსებობდა, თუმცა ბრძანებით განისაზღვრა ის კონკრეტული კრიტერიუმები, რომელთაგანაც ერთ-ერთის დაკმაყოფილების შემთხვევაში პროვაიდერს შესაძლებელია მიენიჭოს მნიშვნელოვანი პროვაიდერის სტატუსი:
- ბოლო 12 თვის განმავლობაში განხორციელებული გადახდის ოპერაციების მოცულობის (მათ შორის, პროვაიდერის აგენტის მეშვეობით განხორციელებული) საშუალო თვიური მაჩვენებელი აღემატება 9 000 000 ლარს;
- ელექტრონული ფულის პროვაიდერის მიერ ბოლო 6 თვის საშუალო დღიური გამოშვებული ელექტრონული ფული (ნაშთი) აღემატება 1 500 000 ლარს;
- თუკი პროვაიდერს, მის მიმართ საზოგადოების ნდობის, საგადახდო, ფინანსური სისტემის სტაბილურობის შესანარჩუნებლად ან/და საგადახდო მომსახურების პროვაიდერის სოციალური და საზოგადოებრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე, მნიშნველოვან პროვაიდერად მიიჩნევს საქართველოს ეროვნული ბანკი.
საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისა და რეგულირების განახლებული წესი 2023 წლის 1 მაისიდან ამოქმედდა. შესაბამისად, საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციით დაინტერესებულმა პირებმა საქართველოს ეროვნულ ბანკში განაცხადის წარდგენისას განახლებული წესით უნდა იხელმძღვანელონ. თუმცა გარკვეული მუხლების (მაგალითად, პროვაიდერისთვის “მნიშნველოვანი პროვაიდერის“ სტატუსის მინიჭება) ამოქმედება 2024 წლის პირველი იანვრიდან არის დაგეგმილი.