Mandatory registry for accountants and accounting firms

On May 2, 2023, Head of the Accounting, Reporting and Audit Supervision Service of Georgia adopted Order No. N-3. The order represents implementation of December 2022 amendments to the Law of Georgia on Accounting, Reporting and Audit. By the virtue of the amendments, article 131 was added to the law determining the legal framework for regulating the provision of accounting and financial reports preparation services. The Law established a new term of professional services provider accountants – delivering the accounting or financial reporting preparation services to their clients.

By extending the registration obligation to non-certified accountants, the Order aims to identify and register accountable persons, raise their awareness, ensure their compliance with the legislation and international recommendations, and introduce effective legal supervision mechanisms. The registration obligation does not apply to the accountants/accounting firms who are already registered in either certified accountant’s registry or registry for auditors/audit firms administered by SARAS.

According to the Order, following persons providing professional accounting or financial reporting services shall register in the relevant registry within 30 days after starting such activities:

  • Individuals
  • Legal entities registered in Georgia
  • Branches of foreign entities registered in Georgia

The registry is public, its production, management and control are ensured by SARAS. SARAS may decide on closing some of registered data considering the State or third parties’ interests.

Persons carrying out activities as of adoption of the regulation shall be registered in the relevant register by July 1, 2023. Breach of this obligation may cause sanctions determined in the Law on Accounting, Reporting and Audit.

ბუღალტრებისა და საბუღალტრო ფირმების სავალდებულო რეესტრი

SARAS-ის ახალი რეგულაცია ბუღალტრების და საბუღალტრო ფირმების სახელმწიფო რეესტრის დამტკიცების შესახებ

2023 წლის 2 მაისს მიღებულ იქნა საქართველოს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება No.ნ-3. ბრძანებით განხორციელდა „ბუღალტრული აღრიცხვის,  ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ კანონში“ 2022 წლის დეკემბერში შეტანილი ცვლილებების იმპლემენტაცია. ცვლილებებით, კანონს დაემატა 131 მუხლი, რომელმაც განსაზღვრა ბუღალტრული და ფინანსური ანგარიშების მომზადების მომსახურების რეგულირების სამართლებრივი ჩარჩო. კანონით დადგინდა პროფესიული მომსახურების განმახორციელებელი პირის ცნება, რაც გულისხმობს ბუღალტრული აღრიცხვის და ფინანსური ანგარიშების მომზადების მომსახურების გაწევას დამკვეთებისთვის.

რეგისტრაციის ვალდებულების არა-სერტიფიცირებულ ბუღალტრებზე გავრცელებით, ბრძანება მიზნად ისახავს ანგარიშვალდებული სუბიექტების იდენტიფიცირებასა და აღრიცხვას, სუბიექტების ცნობიერების ამაღლებას, მათი კანონმდებლობასთან და საერთაშორისო რეკომენდაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფასა და ზედამხედველობის ეფექტიანი სამართლებრივი მექანიზმების შემოღებას. რეგისტრაციის ვალდებულება არ ვრცელდება ბუღალტრებსა და საბუღალტრო ფირმებზე, რომლებიც უკვე რეგისტრირებულები არიან SARAS-ის მიერ ადმინისტრირებულ სერტიფიცირებული ბუღალტრებისა ან აუდიტორების/აუდიტორული ფირმების სახელმწიფო რეესტრში.

ბრძანების მიხედვით, პროფესიული მომსახურების გამწევი შემდეგი პირები ვალდებულნი არიან დარეგისტრირდნენ შესაბამის რეესტრში საქმიანობის დაწყებიდან 30 დღის ვადაში:

  • ბუღალტრები
  • საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირები
  • საქართველოში რეგისტრირებული უცხო ქვეყნის პირების ფილიალები

რეესტრი არის საჯარო, მის წარმოებას, მართვას და კონტროლს უზრუნველყოფს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური. სამსახური უფლებამოსილია დახუროს ზოგიერთი რეგისტრირებული მონაცემი სახელმწიფოს ან მესამე პირების ინტერესების გათვალისწინებით.

ის პირები, რომლებიც აწარმოებენ პროფესიულ საქმიანობას ბრძანების ამოქმედების დროისთვის, შესაბამის რეესტრში უნდა დარეგისტრირდნენ 2023 წლის 1 ივლისამდე. სუბიექტის პასუხისმგებლობა ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის განისაზღვრება „ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ კანონის შესაბამისად.

Prepared by:

Contact