Law of Georgia on the Activities of Micro Banks

On 22 February 2023, new Law of Georgia on Micro Banks was adopted. It will enter into force from 1 July 2023.

The purpose of the Law is to regulate the activities of micro banks, to develop the adequate environment for their operation and to ensure free competition on the market. 

While explaining the reasons for adopting the Law, the Explanatory Note emphasizes the diversity of the  banking sector in the country, including both, small and large companies, with various financing structures and different possibilities of accessing the resources of foreign financial institutions. The goal of establishing  micro banks is to increase the access to financing for population in entrepreneurial and agricultural sectors.

There are 35 microfinance organizations registered in Georgia. Due to the inability to receive deposits and open accounts for the customers, such organizations have restricted access to the financing segment in the country. After adoption of the law, new economic opportunities are created for those microfinance organizations that intend to transform their activities and increase their market presence.

Legislator also explains that due to the lack of availability of Georgian Lari resources and direct access to National Bank monetary instruments, the need for hedging foreign currency financing increases the cost of the funds and therefore, price of credit products. To address this matter, microbanks will be granted the right to open correspondent accounts in the National Bank. As a result, micro banks will have significantly lower costs and their access to local and international market resources will be increased as compared to the microfinance organizations.

As per the Law, micro banks have the following major operational restrictions:

  • At least 70% of the credit portfolio should be comprised of the business loans or the loans payable using the income from the business activities;
  • Loans may be issued only in Georgian Lari;
  • Deposits obtained from physical persons shall not be less than GEL 100,000 (or equivalent in foreign currency) per physical person;
  • The maximum total amount of credits and other obligations issued to one borrower or a group of interconnected borrowers should not exceed GEL  1,000,000.

Micro bank license is issued by the National Bank of Georgia within 12 months after filing the relevant application.

The Law determines special regulation for microfinance organizations willing to obtain the micro banking license until 1 January 2024. 

Prepared by:

Contact

მიკრო ბანკების საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონი

ახალი შესაძლებლობა საქართველოს მიკროსაფინანსო ბაზარზე

2023 წლის 22 თებერვალს, მიღებულ იქნა მიკრო ბანკების საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონი. კანონი ამოქმედდება 2023 წლის 1 ივლისიდან.

კანონის მიზანია მიკრო ბანკების საქმიანობის სამართლებრივი რეგულირება, მათი საქმიანობისთვის შესაბამისი გარემოს განვითარება და ბაზარზე თავისუფალი კონკურენციის უზრუნველყოფა. 

კანონის მიღების მიზეზების ახსნისას, განმარტებით ბარათში ხაზგასმულია ქვეყანაში არსებული საბანკო სექტორის მრავალფეროვნება, რომელიც მოიცავს როგორც მცირე ისე ფართო პროფილის მსხვილ ორგანიზაციებს,  დაფინანსების სხვადასხვა პოლიტიკებითა  და უცხოური  საფინანსო დაწესებულებების რესურსებზე წვდომის განსხვავებული შესაძლებლობებით. მიკრო ბანკების შექმნის მიზანია სამეწარმეო და სოფლის მეურნეობის სექტორებში მოსახლეობისთვის დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.

საქართველოში რეგისტრირებულია 35 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია. დეპოზიტების მიღებისა და მომხმარებლისთვის ანგარიშების გახსნის შესაძლებლობის არ ქონის გამო, ასეთ ორგანიზაციებს ქვეყანაში დაფინანსების სეგმენტზე წვდომა შეზღუდული აქვთ. კანონის მიღების შემდეგ, გაჩნდება ახალი ეკონომიკური შესაძლებლობები იმ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც აპირებენ თავიანთი საქმიანობის გარდაქმნას და ბაზარზე გაფართოებას.

კანონმდებელი ასევე განმარტავს, რომ ქართული ლარის რესურსების ხელმისაწვდომობისა  და ეროვნული ბანკის ფულად ინსტრუმენტებზე პირდაპირი წვდომის არარსებობის გამო, უცხოური ვალუტით დაფინანსების ჰეჯირების საჭიროება ზრდის ფულადი სახსრების ღირებულებას და შესაბამისად, საკრედიტო პროდუქტების ფასს. აღნიშნულის დასარეგულირებლად მიკრო ბანკებს მიენიჭებათ უფლება გახსნან საკორესპონდენტო ანგარიშები ეროვნულ ბანკში.  შედეგად, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან შედარებით, მიკრო ბანკებს არსებითად შეუმცირდებათ ხარჯები და გაიზრდება მათი წვდომა ადგილობრივ და საერთაშორისო საბაზრო რესურსებზე. კანონის თანახმად, მიკრო ბანკებს აქვთ შემდეგი ძირითადი საოპერაციო შეზღუდვები:

  • საკრედიტო პორტფელის არანაკლებ 70% უნდა შედგებოდეს სამეწარმეო მიზნით გაცემული სესხებისგან ან იმ სესხებისგან, რომელთა დაფარვის წყაროც სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავალია;
  •  სესხები შესაძლოა გაიცეს მხოლოდ ლარში;
  • ფიზიკური პირებისგან მიღებული დეპოზიტი არ უნდა იყოს 100 000 ლარზე ნაკლები (ან ექვივალენტი უცხოურ ვალუტაში) ერთ ფიზიკურ პირზე;
  • ერთ მსესხებელზე ან ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფზე გაცემული კრედიტებისა და სხვა ვალდებულებების მაქსიმალური ჯამური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 1 000 000 ლარს.

მიკრო ბანკის ლიცენზიას გასცემს საქართველოს ეროვნული ბანკი შესაბამისი განცხადების შეტანიდან არაუმეტეს 12 თვის ვადაში.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის, რომლებსაც სურთ მიიღონ მიკრო ბანკის ლიცენზია 2024 წლის 1 იანვრამდე კანონი ადგენს სპეციალურ რეგულაციას.