KPMG საქართველოს აკადემიის ფარგლებში, გიწვევთ ექსკლუზიურ ერთდღიან ვორქშოპზე „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ განახლებული კანონის აქტუალურ ასპექტებზე, რომელსაც KPMG-ის IT აუდიტისა და ინფორმაციული უსაფრთხოების საკონსულტაციო სერვისების მიმართულების ხელმძღვანელი, პაპუნა ჯაფიაშვილი გაუძღვება.
„ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ განახლებულ კანონთან შესაბამისობის ყოველწლიური სავალდებულო აუდიტების მოახლოებასთან ერთად, კრიტიკული მნიშვნელობა აქვს სიახლეებისა და არსებული ინფორმაციის მიღებას კანონის როგორც ინფორმაციული უსაფრთხობის მართვის სისტემის (ISMS) ISO 27001-ის მიხედვით დანერგვის, ისე უწყვეტი გაუმჯობესებისა და შემდგომი სერტიფიცირების უპირატესობების შესახებ.
ვორქშოფის მთავარი მიზანია ბიზნესისთვის აქტუალური მოთხოვნების მიმოხილვა და მსმენელისთვის პრაქტიკული მითითებების შეთავაზება კანონით განსაზღვრული შესაბამისობის მიღწევასისა და შენარჩუნების კუთხით.
სამიზნე აუდიტორია:
- აღმასრულებლები: CEOs, CFOs, COOs - პირები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაზე და ინფორმაციული უსაფრთხოების ინიციატივებისთვის რესურსების გამოყოფაზე.
- შესაბამისობის ოფიცრები: ფიზიკური პირები, რომლებიც ზედამხედველობენ მარეგულირებლის მოთხოვნებთან შესაბამისობას და უზრუნველყოფენ შესაბამისი კანონებისა და სტანდარტების დაცვას.
- IT მენეჯერები და ინფორმაციული უსაფრთხოების პროფესიონალები: ისინი, ვინც უშუალოდ მონაწილეობენ ინფორმაციული უსაფრთხოების სისტემებისა და პროცესების დანერგვასა და მართვაში.
ტრენერის პროფილი:
პაპუნა ჯაფიაშვილი, KPMG-ში აიტი აუდიტისა და ინფორმაციული უსაფრთხოების საკონსულტაციო სერვისების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციას 2021 წლიდან იკავებს.
ამ მიმართულებით შვიდწლიანი სამუშაო პრაქტიკის განმავლობაში, პაპუნას აქვს მუშაობის გამოცდილება მსხვილ კომპანიებთან ისეთ სექტორებში, როგორებიცაა: ფინანსური ინსტიტუტები, ტელეკომუნიკაციები, მასპინძლობის ბიზნესი, ენერგეტიკა, სათამაშო ბიზნესი, ინდუსტრიული საწარმოები, საცალო ბიზნესი, საჯარო სექტორის ორგანიზაციები, სადაზღვეო ინდუსტრია და სამშენებლო ინდუსტრია. მისი ექსპერტიზა და სერვისები ფარავს როგორც ლოკალურ, ისე რეგიონისა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნების ბაზრებს.
პროფესიული კვალიფიკაციის კუთხით, პაპუნას აქვს შემდეგი სერტიფიკატები:
- სერტიფიცირებული ინფორმაციული სისტემების აუდიტორი (CISA)
- კიბერუსაფრთხოების სერტიფიცირებული სპეციალისტი (CC)
- ISO 27001-ის სერტიფიცირებული აუდიტორი
- EC-Council უსაფრთხოების სერტიფიცირებული სპეციალისტი (ECSS V9)
- აიტი სერვის მენეჯმენტის სპეციალისტი (ITIL V4)
KPMG Georgia Academy is pleased to introduce an exclusive one-day workshop focused on the latest updates to the law on Information Security. The Session will be led by Papuna Japiashvili, IT Risk Management Unit Lead at KPMG Georgia.
General Overview:
The updated law on Information Security introduces comprehensive obligations for critical information system entities, requiring them to conduct annual information security audits, effectively implement and maintain an Information Security Management System (ISMS), and, depending on specific criteria, pursue potential certification to ensure ongoing compliance and security management.
The main goal of this workshop is to review the relevant requirements for the business and offer practical guidance to the participants in terms of achieving and maintaining required compliance.
Target Audience:
The format of the meeting is suitable for all those business stakeholders - CEO’s, CFO’s, COO’s, compliance officers, IT managers and/or information security specialists - for whom these changes are relevant.
Trainer Profile:
Papuna Japiashvili has been leading the IT Audit and Information Security Consulting Services department at KPMG since 2021.
With over seven years of experience in the field, he has worked with a wide range of sectors including financial institutions, telecommunications, the hospitality industry, energy, gaming, industrial enterprises, retail, public sector organizations, insurance, and construction. His expertise spans local, regional, and European markets, providing a broad perspective on diverse information security challenges.
Papuna holds several prestigious professional certifications, enhancing his ability to guide organizations through complex security landscapes. These include:
- Certified Information Systems Auditor (CISA)
- Certified Cyber Security Specialist (CC)
- ISO 27001 Certified Lead Auditor
- EC-Council Certified Security Specialist (ECSS V9)
- ITIL V4 Specialist